აშშ-ის სამხედრო ჩინოსანი “წვრთნა და აღჭურვით” კმაყოფილია

(თბილისი, 4 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – აშშ-ის გაერთიანებული ძალების სარდალმა ევროპაში გენერალმა ჯოზეფ რალსტონმა დღეს თბილისში ეროვნული სამხედრო აკადემია მოინახულა, სადაც ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ქართველ ოფიცრებს საშტაბო წვრთნებს უტარებენ.

საქართველოში გენერალ რალსტონს სურდა ენახა, თუ როგორ ხორციელედება წვრთნისა და აჭღურვის პროგრამა. 

“მე შევხვდი ამერიკელ ინსტრუქტორებს და ვნახე, რომ ისინი ძალიან კმაყოფილები არიან ქართველი ოფიცრებთან თანამშრომლობით”, განუცხადა ჟურნალისტებს გენერალმა რალსტონმა.

აშშ-ის გაერთიანებული ძალების სარდალი 4 ივნისს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესა და თავდაცვის მინისტრს დავით თევზაძეს შეხვდა. როგორც გენერალმა აღნიშნა, პროგრამით ასევე კმაყოფილები არიან საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი.

Exit mobile version