პარტიების დიდი ნაწილი არჩევნების განმეორებით ჩატარებას მოითხოვს

(თბილისი, 3 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – სახალხო პარტიის, “ერთობის”, ლეიბორისტების, სოციალისტების, მრეწველების, “მწვანეების” და “ახლების” წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 3 მაისს განცხადება შეიტანეს, რომლითაც ეჭვქვეშ დააყენეს 2 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი ორგანოების არჩევნების შედეგები და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

როგორც სახალხო პარტიის ლიდერმა მამუკა გიორგაძემ “სივილ ჯორჯიას” აცნობა, თუ ცსკ არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას, მაშინ ისინი სასამართლოს მიმართავენ.

გიორგაძის თქმით, საარჩევნო სიები არ იყო დამოწმებული ცსკ-ს მიერ და ეს თვითნებურად გააკეთეს საუბნო და საოლქო კომისიების თავმჯდომარეებმა, რაც კანონის დარღვევაა.

“ყველაფერი ეს კეთდება იმისთვის, რომ დადგა დრო, როცა საქართველოში უკვე არჩევნები არ შეიძლება, რომ გაყალბებით ჩატარდეს”, – განაცხადა გიორგაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version