პრეზიდენტმა რადიოინტერვიუ გადადო

(თბილისი, 3 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ ორშაბათის ტრადიციული რადიოინტერვიუ გადადო. მისი თქმით, სანამ არჩევნების შედეგები საბოლოოდ არ გამოცხადდება, იგი თავს შეიკავებს კომენტარის გაკეთებისაგან.

პრეზიდენტმა იმავე მიზეზით გადადო ბრიფინგი, რომელსაც ორ კვირაში ერთხელ მართავს.

წინასწარი მონაცემებით პრეზიდენტის მხარდამჭერმა ‘მოქალაქეთა კავშირმა’ 4% ბარიერი ვერ გადალახა.

სამოქალაქო ფორუმი

Exit mobile version