(თბილისი, 1 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – “2 ივნისის ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში დაირღვა თითქმის ყველა წინასაარჩევნო პროცედურა”, – ნათქვამია არასამთავორობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” პრესრელიზში.
დაუდგენელია საუბნო კომისიის ყველა წევრის ვინაობა, ხოლო ამომრჩეველთა სიაში დაფიქსირებულია მკვდარი სულები და ამომრჩევლის ასაკის არმქონე პირები.
“სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, საარჩევნო კოდექსში მომხდარი ცვლილებები პარტიათა ვიწრო ინტერესებს უფრო ითვალისწინებს, ვიდრე რეალურ ცვლილებებს.
“მთელ რიგ რეგიონებში ხელისუფლებისა და პოლიციის მხრიდან ხდება ამომრჩევლებზე ზეწოლა”, – ნათქვამია პრესრელიზში და ასევე ხაზგასმულია, რომ ხელისუფლების მხრიდან არსებობს არჩევნების გაყალბების რეალური მცდელობა.