(თბილისი, 30 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი დსთ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტში იღებს მონაწილეობას. სამიტი 30 მაისს მოსკოვში იმართება.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, სხვა საკითხებთან ერთად სამიტზე განიხილება საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობო ძალების ყოფის მანდატი.
ქართული მხარე სამშვიდობოთა მანდატში ცვლილებების შეტანასა და სამშვიდობო პროცესში სხვა ქვეყნების ჩართვას მოითხოვს.
სამიტზე ასევე განიხილება საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები.