(თბილისი, 29 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია 29-31 მაისს მოსკოვში ვიზიტით იმყოფება.
როგორც უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ეს მინისტრის სამუშაო ვიზიტია.
ხაბურძანია მოსკოვში მის რუს კოლეგებს შეხვდება და მათთან ერთად აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებს.