(თბილისი, 29 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე 29-30 მაისს მოსკოვში ვიზიტით იმყოფება, იუწყება სახელმწიფო კანცელარია.
30 მაისს ავთანდილ ჯორბენაძე მონაწილეობას მიიღებს დსთ-ის წევრი ქვეყნების მთავრობის ხელმძღვანელების ერთობლივ შეხვედრაში.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის მთავრობის ხელმძღვანელებთან.