(თბილისი, 29 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – ანტიკორუფციული საბჭოს წევრმა გივი თარგამაძემ განათლების მინისტრს ალექსანდრე კარტოზიას კორუმპირებულობაში დასდო ბრალი.
გივი თარგამაძემ 28 მაისს ტელეკომპანია რუსთავი 2-ით პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ “კარტოზია კორუმპირებულია”.
“რამდენიმე დღეში მე წარვადგენ ყველა საჭირო დოკუმენტაციას, რომელიც დაადასტურებს, რომ განათლების მინისტრი კორუმპირებულია”, განაცხადა გივი თარგამაძემ.