(თბილისი, 28 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – “ტერორისტები, რომლებიც პანკისში იმალებიან, უმოქმედოდ დიდი ხანი არ დარჩებიან”, განაცხადა რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ევგენი ბოლხოვიტინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ბოლხოვიტინზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ “ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც პანკისში მყოფ დაჯგუფებებს აფინანსებენ, ხეობაში მყოფ მებრძოლებს რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრასა და იქ ტერაქტების მოწყობას დაავალებენ”.
ტერორისტების რუსეთში შეჭრისაგან თავის აცილების მიზნით რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დამატებითი ძალები იქნა გადასროლილი, განაცხადა რუსმა ჩინოსანმა.
საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ დაადასტურა, რომ პანკისის ხეობას 100-მდე არაბი და 800-მდე ჩეჩენი მებრძოლი აფარებს თავს.