განახლებული საპარლამენტო ბიუროს პირველი სხდომა

(თბილისი, 28 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 27 მაისს საპარლამენტო ბიუროს სხდომა გაიმართა. პარლამენტში პოსტების გადანაწილების შემდეგ ეს ბიუროს პირველი სხდომა იყო. 

ბიურომ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ფრაქციათა ლიდერები, კომიტეტების თავმჯდომარეები, ვიცე-სპიკერები და პარლამენტის თავმჯდომარე, დაადგინეს ის საკითხები, რომელიც დეპუტატებმა 4 ივნისს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე უნდა იყოს განიხილონ. 

მომავალი კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილება რამდენიმე კანონპროექტი და მოხსენებით გამოვა სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი.

საპარლამენტო სხდომები 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე არ ჩატარდება.

Exit mobile version