გაეროს გენერალური მდივნის ახალი წარმომადგენელი საქართველოში

(თბილისი, 24 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – გაეროს გენერალური მდვნის წარმომადგენელს საქართველოში დიტერ ბოდენს სავარაუდოდ ივნისში ჰეიდი ტელიავინი შეცვლის. ამის შესახებ გადაწყვეტილება გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მიიღო.

ტელიავინის საკმაოდ დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს კავკასიის რეგიონს.

1998-99 წლებში ის საქართველოში გაეროს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, 2000-2001 წლებში კი – ეუთო-ს პირადი წარმომადგენელი კავკასიაში.

ჰეიდი ტელიავინი შვეიცარიელია და სხვადასხვა ქვეყნებში შვეიცარიის საელჩოებში მუშაობის გამოცდილება აქვს.  

Exit mobile version