ყოფილმა თანამდებობის პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

(თბილისი, 24 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – წინასწარი ინფორმაციით, საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით მეგრელიძემ დღეს დილის 11 საათზე საკუთარ ბინაში თავი მოიკლა.

თვითმკვლელობა “ტტ” სისტემის იარაღით მოხდა. მეგრელიძის გვამი მისმა მეუღლემ აღმოაჩინა.

ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე მთაწმინდა-კრწანისის რაიონის პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
 

Exit mobile version