ვალერი ლოშჩინინი პრეზიდენტსა და გაეროს წარმომადგენელს ხვდება

(თბილისი, 24 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ვალერი ლოშჩინი დღეს საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძესა და გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელს საქართველოში დიტერ ბოდენს ხვდება.

ლოშჩინი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. გუშინ, 23 მაისს, ის საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა რუს სამშვიდობოთა კონფლიქტის ზონაში ყოფნის მანდატი იყო.

 

Exit mobile version