პუტინის წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში თბილისს ეწვია

(თბილისი, 23 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი 23-24 მაისს საქართველოში იმყოფება ვიზიტით.

ლოშჩინინი ქართულ მხარესთან ერთად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას განიხილავს.

მხარეები ასევე იმსჯელებენ კონფლიქტის ზონაში დ.ს.თ.-ს ეგიდით განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალების მანდატის საკითხზე.

ქართული მხარე სამშვიდობოთა მანდატის ფორმატის შეცვლას და ბლოკ-პოსტების აფხაზეთის სიღრმეში გადატანას მოითხოვს.

საქართველოში ყოფნისას ვალერი ლოშჩინინი შეხვდება პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, საქართველოს საგანგებო საქმეთა მინისტრს მალხაზ კაკაბაძეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს.

ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ასლან აბაშიძესთან.

Exit mobile version