(თბილისი, 16 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – დეპუტატებმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შეიტანეს, რომლის თანახმადაც პარლამენტის ვიცე-სპიკერთა რაოდენობა 5-დან 7-მდე გაიზარდა.
დამატებით ერთ ვიცე-სპიკერს ფრაქცია “მრეწველებიდან” აირჩევენ, მეორეს კი მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფიდან.
საპარლამენტო პოსტების ხელახალი გადანაწილება ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” ინიციატივით დაიწყო. დეპუტატები საპარლამენტო კომიტეტების ახალ თავმჯდომარეებს 17 მაისს აირჩევენ.