რეფორმატორებს ცსკ-სთან მომხდარი ინცინდენტის გამოძიება სურთ

(თბილისი, 15 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – “მოქალაქეთა კავშირის” რეფორმატორტთა გუნდი, რომლებსაც სათავეში ზურაბ ჟვანია უდგას, პარლამენტის თხოვნით მიმართავს, რომ საკანონმდებლო ორგანომ სანართალდამცავი ორგანოებისგან 13 მაისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მომხდარი ინცინდენტის გამოძიება მოთხოვოს.

13 მაისს ლევან მამალაძის მომხრეებმა ცსკ-ს ოფისიში შესასვლელი გადაკეტეს და ჟვანიას გუნდის წევრები შენობაში არ შეუშვეს, რამაც მოქალაქეთა კავშირის ორი დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლებს შორის ხელჩართული შეტაკებაც კი გამოიწვია.

15 მაისს ლევან მამალაძის მომხრეებმა, დეპუტატებმა გელა კვარაცხელიამ და ირაკლი გოგავამ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მამალაძის გუნდი “მოქალაქეთა კავშირისთვის” ბრძოლას “არა ქუჩაში, არამედ სასამართლოში გააგრძელებს.”

Exit mobile version