ამიერკავკასიის ქვეყნების ექსპერტები დეცენტრალიზაციის პრობლემას განიხილავენ

(თბილისი, 15 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 14-16 მაისს ბაკურიანში რეგიონული ფორუმი მიმდინარეობს, რომელზეც ამიერკავკასიის ქვეყნებში დეცენტრალიზაციისა და რეგიონების განვითარების საკითხებს განიხილავენ.

ფორუმში მონაწილეობენ სამთავრობო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

შეხვედრის მონაწილენი ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას დეცენტრალიზაციის პოლიტიკაში და რეგიონების განვითარების სფეროში.

პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის ინსტიტუტის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ. მის ორგანიზებაში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლება და ორგანიზაციები – “ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმის ინიციატივა” და “ფისკალური დეცენტრალიზაციის ინიციატივა”.

Exit mobile version