(თბილისი, 14 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 14-17 მაისს ლიკანში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) უშიშროების მინისტრების მე-12 შეხვედრა იმართება.
საქართველოს უშიშროების სამინისტროს ცნობით, შეხვედრა, ძირითადად, დსთ-ის წევრი ქვეყნების საზღვრებზე უკანონო ქმედებების აღკვეთას შეეხება.
შეხვედრაზე ასევე განიხილავენ დსთ-ის უშიშროების უწყებების საერთო მონაცემთა ბაზის შექმნა, ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსების წყაროების დადგენა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლა.