7 მაისი, სამშაბათი
1. “კინემატოგრაფიულ კოპროდუქციაზე” ევროპის კონვენციის რატიფიცირება
კონვენცია წარადგინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად ჭუმბურიძემ.
მომხრე – 125
მოწინააღმდეგე – 1
2. კანონპროექტი “სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ”
განიხილეს II და III მოსმენით.
მომხრე – 118
მოწინააღმდეგე – 0 (II მოსმენა)
მომხრე – 108
მოწინააღმდეგე – 0 (III მოსმენა)
3. კანონპროექტი “საქართველოს საფადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” /გამომდინარე “სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ” კანონპროექტიდან/
განიხილეს II და III მოსმენით.
მომხრე – 124
მოწინააღმდეგე – 0 (II მოსმენა)
მომხრე – 115
მოწინააღმდეგე – 0 (III მოსმენა)
4. კანონპროექტი “საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ” კანონპროექტიდან/
განიხილეს II და III მოსმენით.
მომხრე – 123
მოწინააღმდეგე – 0 (II მოსმენა)
მომხრე – 110
მოწინააღმდეგე – 0 (III მოსმენა)
5. კანონპროექტი “სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ” კანონპროექტიდან/
განიხილეს II და III მოსმენით.
მომხრე – 121
მოწინააღმდეგე – 0 (II მოსმენა)
მომხრე – 101
მოწინააღმდეგე – 0 (III მოსმენა)
6. კანონპროექტი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ” კანონპროექტიდან/
განიხილეს II და III მოსმენით.
მომხრე – 119
მოწინააღმდეგე – 0 (II მოსმენა)
მომხრე – 114
მოწინააღმდეგე – 0 (III მოსმენა)
7. კანონპროექტი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
კანონპროექტი წარადგინა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლევან ჭიჭინაძემ.
განიხილეს II მოსმენით.
მომხრე – 104
მოწინააღმდეგე – 1
8. კანონპროექტი “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
კანონპროექტი წარადგინა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავჯდომარემ ზურაბ ცქიტიშვილმა.
განიხილეს II და III მოსმენით.
მომხრე – 113
მოწინააღმდეგე – 1 (II მოსმენა)
მომხრე – 117
მოწინააღმდეგე – 1 (III მოსმენა)
9. კანონპროექტი “საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
განიხილეს II და III მოსმენით.
მომხრე – 111
მოწინააღმდეგე – 0 (II მოსმენა)
მომხრე – 120
მოწინააღმდეგე – 0 (III მოსმენა)
10. კანონპროექტი “დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
კანონპროექტი წარადგინა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავჯდომარემ ზურაბ ცქიტიშვილმა.
განიხილეს I მოსმენით.
მომხრე – 83
მოწინააღმდეგე – 2
მომდევნო სამი კანონპროექტი სხდომათაA დარბაზში რეალური ქვორუმის არ ქონის გამო ჩავარდა. გადაწყდა, რომ ჩატარებული კენჭისყრის გაუქმების საფუძველზე ამ კანონპროეტებზე კენჭისყრას ხელახლა გამართავდნენ.
11. კანონპროექტი “თანამდებობის პირთა მიერ მითვისებული ქონების ხალხისათვის დაბრუნების შესახებ”
კენჭი ეყარა I მოსმენით.
მომხრე – 52
მოწინააღმდეგე – 1
12. კანონპროექტი “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
განიხილეს I მოსმენით.
მომხრე – 62
მოწინააღმდეგე – 0
13. კანონპროექტი “კერძო დეტექტიური და დაცვითი საქმიანობის შესახებ”
განიხილეს I მოსმენით.
მომხრე – 48
მოწინააღმდეგე – 17
8 მაისი, ოთხშაბათი
პარლამენტის სხდომა 7 მაისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განვითარებული მოვლენების განხილვით დაიწყო. “ახალმა მემარჯვენეებმა” მოითხოვეს პარლამენტის აპარატის უფროსის და ცსკ-ას წევრის ხათუნა გოგორიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა და ცსკ-ას თავჯდომარის ჯუმბერ ლომინაძისა და გენერალური პროკურორის ნუგზარ გაბრიჩიძის განმარტებების მოსმენა.
პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ ამხილა “ე.წ ოპოზიცია” სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან მოქალაქეთა კავშირის ჟვანიას ფრთის წინააღმდეგ ალიანსში. მან მიმართა ოპოზიციას, რომ გაეფორმებინათ ახალი უმრავლესობა და მათთვის მიეცათ უმცირესობის ჩამოყალიბების საშუალება.
სხდომა ჟვანიას გუნდისა და “ახალ მემარჯვენეებს” შორის კონფრონტაციის ფონზე წარიმართა. აღსანიშნავია, რომ სხვა საპარლამენტო ძალები ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ და თავს იკავებდნენ დებატებში ჩართვისაგან.
1. კანონპროექტი “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
კანონპროექტი წარადგინა პარლამენტის წევრმა ვალერი გელბახიანმა.
ცვლილებები ეხება ადვოკატთა მოახლოებულ გამოცდებს, რომლის მიხედვითაც ტესტირება მხოლოდ იმ ადვოკატებს შეეხებათ, რომელთაც არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში.
განიხილეს I მოსმენით.
კენჭისყრა გადაიდო.
10 მაისი, პარასკევი
1. კანონპროექტი “ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
კანონპროექტი წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა.
ცვლილებები ეხება აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურას, რომლის მიხედვითაც ხდება ფინანსთა და გადასახადებისა და შემოსავლების სამინისტროების გაერთიანება.
პრეზიდენტის ინიციატივას მხარი აბსოლუტურად ყველა ფრაქციან დაუჭირა. საფინანსო – საბიუჯეტო და გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტებმაც მხარი დაიჭირეს სტრუქტურულ ცვლილებებს.
მომხრე – 155
მოწინააღმდეგე – 2
ფრაქციამ “ახალი მემარჯვენეები” პარლამენტს წარუდგინა ფრაქციების “მრეწველები”, “თანადგომა”, “ალიანსი ახალი საქართველოსათვის”, “სოციალისტები”, “ახალი აფხაზეთი”, “მაჟორიტარებისა” და “XXI საუკუნის” ერთობლივი მოთხოვნა პარლამენტის თავჯდომარის მოადგილეებისა და კომიტეტების თავჯდომარეებთან მიმართებაში ნულოვანი ვარიანტის გამოცხადებისა და ახალი საპარლამენტო რეალობის გათვალისწინებით ახალი თანამდებობის პირების არჩევის შესახებ. 147 დეპუტატის ხელმოწერა დავით გამყრელიძემ პარლამენტის თავჯდომარეს გადასცა.
თხუთმეტმა კომიტეტის თავჯდომარემ ერთმანეთის მიყოლებით გააკეთა განცხადებები თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, რითაც კოლეგებს თავიდან ააცილეს კენჭისყრების უხერხული პროცედურები. ერთადერთი კომიტეტის თავჯდომარე, რომელიც ნებაყოფლობით არ წავიდა პოსტიდან იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი ბარამიძე. მან აიძულა პარლამენტი მისთან მიმართებაში კენჭისყრით გამოეხატა თავისი პოზიცია.
მომხრე – 118
მოწინააღმდეგე – 27
დეპუტატები მოითხოვდნენ კომიტეტების თავჯდომარეების მსგავსად პოსტები დაეტოვებინათ კომისიების, ქვეკომიტეტების ხელმძღვანელებსა და კომიტეტების თავჯდომარეების პირველ მოადგილეებს.
პარლამენტში “ხავერდოვან რევოლუციას” დაძაბულობის გარეშე არ ჩაუვლია. კოალიციამ “ტრადიციონალისტი და სახალხო” დებატები გამართა “ახალ მემარჯვენეებთან”, რაც მძიმე პოლიტიკურ ბრალდებებში გადაიზარდა.
გადაწყდა, რომ მომავალ კვირას მოიწვევა საგანგებო სესია, სადაც კომიტეტებს ახალი თავჯდომარეებით დააკომპლექტებენ.