(თბილისი, 27 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს დილით თბილისში დაახლოებით ოთხბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა, – იუწყება თბილისის გეოფიზიკის ინსტიტუტი.
25 აპრილს საღამოს თბილისში ექვსბალიანი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ქალაქის ძველ ნაწილში რამდენიმე შენობა დაანგრია, ბევრი კი დააზიანა.
მას შემდეგ სეისმოლოგიურმა ცენტრმა მცირე სიმძლავრის მრავალი ბიძგი დააფიქსირა.