(თბილისი, 26 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – თბილისის მერის ვანო ზოდელავას განცხადებით, საქართველოს დედაქალაქში 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების რეკონსტრუქციას 25 მილიონამდე ამერიკული დოლარი დასჭირდება.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად თბილისში 2000-მდე შენობა დაზიანდა, მათგან 400-მდე ნაგებობას სერიოზული დაზიანებები აქვს.
“მერია და ქალაქის მთავრობა დაზარალებული ოჯახებისთვის პირველ ხანებში ბინებს იქირავებს”- განაცხადა ვანო ზოდელავამ.