(თბილისი, 26 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – ბოლო ინფორმაციით, თბილისში ოთხი მაცხოვრებელი დაიღუპა მიწისძვრის შედეგად 25 აპრილს. ერთ-ერთი მათგანი გულის შეტევით გარდაიცვალა.
მიწისძვრის ინტენსივობა 6 ბალი იყო, ეპიცენტრი – თბილისიდან სამხრეთით 21 კილომეტრის დაშორებით დაფიკსირდა.
დაინგრა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ძირითადად, თბილისის ძველ უბნებში: მთაწმინდაზე, სოლოლაკში, ისანში.
გუშინვე შეიქმნა სპეციალური სამთავრობო კომისია სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის მეთაურობით, რომელიც მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრაზე იმუშავებს.
სახელმწიფო კანცელარიის ინფორმაციით, გუშინვე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ქართველ კოლეგას ედუარდ შევარდნაძეს სატელეფონო საუბრისას ყველანაირი დახმარება აღუთქვა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე თბილისში მომხდარი მესამე მიწისძვრაა.
განიხილეთ თემა სამოქალაქო ფორუმზე