(თბილისი, 22 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების წინააღმდეგია.
“არჩევნები დანიშნულ თარიღს – 2 ივნისს უნდა გაიმართოს”, – აღნიშნა შევარდნაძემ.
10 აპრილს პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ძირითადი ცვლილებების მიღება ვერ შეძლო, რომელიც მერებისა და გამგებლების არჩევითობას ითვალისწინებდა. მერებსა და გამგებლებს კვლავ პრეზიდენტი ნიშნავს.