ქართველი დეპუტატები რუსეთის პოლიტიკას ევროსაბჭოში აკრიტიკებენ

(თბილისი, 19 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – 22-26 აპრილს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსადმი რუსეთის პოლიტიკის შესახებ საკითხის დაყენებას აპირებს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა არმაზ ახვლედიანმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ასამბლეაზე გამოსვლისას იგი “კავკასიაში რუსეთის ორმაგი სტანტარტის პოლიტიკას” გააკრიტიკებს.

“ერთის მხრივ, რუსეთი ჩეჩნეთში ტერორიზმის წინააღდმეგ იბრძვის, მეორეს მხრივ კი – აფხაზ სეპარატისტებს ეხმარება”, – აღნიშნა ახვლედიანმა.

Exit mobile version