(თბილისი, 18 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – თუ არ გაიზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება, მომავალი წლიდან სხვა ქვეყნის ჯარის დაფინანსება მოგიწევთ, – განუცხადა დღეს დეპუტატებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ.
მინისტრმა ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და Uუშიშროების კომიტეტის სხდომაზე ძალოვანი სამინისტროების პირველი კვარტლის დაფინანსების შედეგების განხილვისას გააკეთა.
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებიდან 2 მილიონი ლარი არ მიუღია.