(თბილისი, 15 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღევანდელ რადიოინტერვიუში აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციის გეგმაზე ისაუბრა, რომელიც სამინისტროებისა და დეპარტამენტების შემცირებას ითვალისწინებს.
გეგმის თანახმად, სამინისტროთა რაოდენობა 19-დან 10-მდე შემცირდება, ხოლო დეპარტამენტი დარჩება 7 მაშინ, როცა ამჟამად 29 დეპარტამენტია. ეს ცვლილებები სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომელთა შემცირებას გამოიწვევს.
“ეს პროცესი არ უნდა იყოს მტკივნეული და არც იქნება. გათავისუფლებულთათვის ახალი სამუშაო უნდა მოიძებნოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შევარდნაძის თქმით, გაიზრდება სამთავრობო სტრუქტურებში დასაქმებულთა ხელფასები.
აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაცია არის იმ ანტიკორუფციული გეგმის ნაწილი, რომელიც ანტიკორუფციულმა საბჭომ შეიმუშავა.