(თბილისი, 8 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “საქართველო თანდათანობით ძლევს ეკონომიკურ კრიზისს, თუმცა ეს ტემპი არ არის საკმარისი. სწორედ ამიტომ უნდა გამეკეთებინა მკაცრი განცხადება მთავრობის წევრების მიმართ”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს მის ტრადიციულ რადიოინტერვიუში.
ედუარდ შევარდნაძე 3 აპრილს მინისტრებს გათავისუფლებით დაემუქრა.
“თუ უახლოეს 2-3 თვეში მთავრობა მზად არ იქნება კორუფციის დასამარცხებლად, მას მთლიანად დავითხოვ”, განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა.
შევარდნაძის თქმით, კრიზისის დასაძლევად ნამდვილად არსებობს საკმარისი რესურსები და ისინი გამოყენებული უნდა იქნას.