(თბილისი, 22 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – ვოშინგტონსა და ლონდონში ვიზიტისას უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ პანკისის ხეობაში ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილა.
ხაბურძანია ვიზიტით აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში 9-20 მარტს იმყოფებოდა. ქართველი მინისტრი აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამსახურის, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ბრიტანეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
ხაბურძანიას განცხადებით, აშშ-ის მიერ გაწვრთნილი 1500 სამხედრო მოსამსახურე “ქვეყნის უშიშროებას მხოლოდ მინიმალურ დონეზე დაიცავს”.