(თბილისი, 21 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – 21-25 მარტს საქართველოს ნატო-ს ექსპერტები სტუმრობენ. ისინი განიხილავენ სამხედრო წვრთნების “ქოოფერათივ ბესტ ეფორტ – 2002” საკითხებს, რომელიც პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში იმართება.
სამხედრო წვრთნები თბილისთან ახლოს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 2002 წლის ივნისში ჩატარდება. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს 25 წევრი და პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის აზერბაიჯანი და სომხეთი.
წვრთნების მონაწილეები სამხედრო ოპერაციების მთიან რეგიონებში განხორციელებაზე ივარჯიშებენ.
ეს იქნება მესამე სამხერდო წვრთნები საქართველოში, რომელიც პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში ხორციელდება.