ახალი ამბები

ამერიკის შერთებული შტატები საქართველოს გამნაღმავი საშუალებებით ეხმარება

(თბილისი, 11 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – ამერიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამნაღმავი საშუალებები გადასცა.

დახმარება “გამნაღმვნელები მშვიდობისათვის” პროგრამით განხორციელდა. გადაცების ცერემონიალს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ფილიპ რემლერი დაესწრო.

პროგრამა “გამნაღმველები მშვიდობისათვის” 2000 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ამერიკელებმა ქართველ გამნაღმველთა ერთი ოცეული უკვე მოამზადეს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button