ახალი ამბები

აშშ-ის მომზადებული ქართველი ჯარისკაცები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არ იბრძოლებენ

(თბილისი, 8 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ევრაზიაში კონფლიქტების საკითხებში რუდოლფ პერინმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ გაწვრთნილი ქართული სამხედრო შენაერთები აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო შეტაკებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

რუდოლფ პერილი 7 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვალერი ლოშჩინინს შეხვდა. მათ აფხაზეთის, მთიანი ყარაბახისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონები განიხილეს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ორივე მხარე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის მომხრეა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button