საჯაიას სიკვდილი ამოცანად რჩება

ქართული პოლიტიკა ცვლილებას განიცდის

არავინ იცის, თვითმკვლელობით რატომ დაასრულა ნუგზარ საჯაიამ სიცოცხლე. მცდელობები სახელმწიფო მოხელეებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან დაამუშაონ თვითმკველელობის გამომწვევი შესაძლო ვერსიები უშედეგო რჩება და უბრალო ვარაუდებს არ სცილდება. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა და კულისებს მიღმა მდგომმა პოლიტიკოსმა ეს ქვეყანა ძალიან საეჭვო ვითარებაში დატოვა. 

ოფიციალური მონაცემებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ საჯაიამ 25 თებერვალს, შუადღისას, სახელმწიფო კანცელარიაში, მის საკუთარ კაბინეტში მოიკლა თავი. როდესაც ის მისმა მდივანმა ნახა, მას თავში ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

ქართველი მაღალჩინოსნები იმ კარგად დაგეგმილ კამპანიაზე ალაპარაკდნენ, რომელიც საჯაიას დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად და რომელმაც უშიშროების საბჭოს მდივანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. 19 თებერვალს დეპუტატმა ბორის კაკუბავამ ნუგზარ საჯაიას აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის მკვლელობის ორგანიზებაში დასდო ბრალი. 25 თებერვალს თბილისის ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა ინტერვიუ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან თენგიზ კიტოვანთან, რომელმაც ნუგზარ საჯაიას “შევარდნაძის მთავრობის ყველაზე ბინძური პოლიტიკოსი” უწოდა.

თავდაპირველად სახელმწიფო მოხელეები ერთსულოვნად აცხადებდნენ, რომ თვითმკვლელობა დისკრედიტაციის მცდელობით გამოწვეული მორალური აგონიის შედეგი იყო. “წინასწარი ინფორმაციით, თვითმკლელობის მიზეზი დღევანდელ პრესაში გამოქვეყნებული სტატია იყო, რომელიც ნუგზარ საჯაიამ წაიკითხა”, განაცხადა უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ 25 თებერვალს სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას. 

“ეს იყო თვითმკვლელობა მორალური ტერორის საფუძველზე”, დაადასტურა პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

თუმცა მომდევნო დღეს უშიშროების მინისტრმა ვარაუდი შეცვალა და განაცხადა, რომ საჯაიას სიკვდილი პირდაპირ კავშირშია რუსეთში არსებულ იმ ძალებთან, რომლებიც საქართველოში დესტაბილიზიის გამოწვევისთვის იღწვიან.

ეს განცხადება საჯაიას მკვლელობის დღეს ცხელ გულზე გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკურ ელფერს აძლევს. “საქართველოში დესტაბილიზაციით დაინტერესებული გარკვეული რუსული ძალების” დადანაშაულება ყველაფერში რაც კი რამ საქართველოში ნეგატიური ხდება უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გაუთავებლად ყველაფრის სხვაზე გადაბრალება ანალიტიკოსების უმეტესობას შორის ეჭვს იწვევს.

ყოველ შემთხვევაში, უშიშროების მინისტრი ერთის მხრივ, ბორის კაკუბავას და თენგიზ კიტოვანს და, მეორეს მხრივ, უშიშროების ყოფილი შეფს იგორ გიორგაძესა და სხვებს შორის გარკვეულ კავშირს ხედავს. საქართველოში გიორგაძე 1995 წლიდან იძებნება. მას შევარდნაძეზე ტერორისტული აქტის მოწყობაში სდებენ ბრალს. ის სავარაუდოდ რუსეთში იმყოფება და ხშირად ქართული მხარის მიერ “ბოროტთან” პერსონიფიცირება. 

მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელობის მოტივეს ეს ვერსია ძირითადად რჩება, უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია თავის განცხადებაში თითქოს შეეცადა ეგულისხმა, რომ გიორგაძე საჯაიას წინააღმდეგ მიმართული კარგად დაგეგმილი კამპანიის უკან იდგა და შესაძლოა, ნუგზარ საჯაიას გადაწყვეტილების მიზეზი მასთან ერთად სხვა ფარული ზეწოლაც იყო.

უშიშროების მინისტრი მომხდარს უდავოდ პრეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართულ აქციად აფასებს. “შევარდნაძის მთავრობა არ ასამართლებს იმ (ბოროტ) ძალებს და ისინი მნიშვნელოვანი თანამდებობებისთვის ხელის ჩაბღაუჭებას ცდილობენ. ნუგზარ საჯაია, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა, მათთვის ყველაზე მართებული სამიზნე იყო”, განაცხადა ხაბურძანიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე იზიარებს უშიშროების მინისტრის აზრს და აცხადებს, რომ საჯაიას წინააღმდეგ მიმართული კამპანია რუსეთში დაიგეგმა. ის ნუგზარ საჯაიასთან სწორედ მისი სიკვდილის დღეს, 25 თებერვალს, აპირებდა შეხვედრას, რათა მასთან ეს საკითხი განეხილა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა პოლიტიკოსი საჯაიას სიკვდილზე და მის შესაძლო კავშირზე რუსეთთან საკუთარი აზრის გამოთქმას თავის ვალდებულებად მიიჩნევს, სხვა არსებულ საკითხებზე უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს სულ ცოდა ზოგიერთი მაღალჩინოსანი. 

შევარდნაძის მთავრობაში საჯაია ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ის თითქმის არასოდეს გამხდარა საჯარო მსჯელობის საგანი. ასევე შეუმჩნეველი რჩებოდა მისი განსაკუთრებული გავლენა პრეზიდენტზე და მის გადაწყვეტილებებზე. საკმაოდ რთულია თქვა იყო თუ არა ის ნამდვილად “რუხი კარდინალი”, თუმცა ნათელია – მას ჰყავდა პროტეჟეები მაღალჩინოსანთა შორის, მათ შორის უშიშროების სამინისტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, კონტროლის პალატასა და სხვა უწყებებში.

ბევრს მიაჩნია, რომ საჯაიას სიკვდილით ზოგიერთმა სახელმწიფო მოხლემ საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი ლობისტი დაკარგა და ახლა პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანებებისამებრ მოქმედება მოუწევთ. მომავალი თვეები გვიჩვენებს მოახერხებს თუ არა საჯაიას კადრი პოლიტიკაში სადავეების შენარჩუნებას.

მანამადე კი გენერალური პროკურორი მომხდარს “თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით” იძიებს (სისხლის სამართლის 115-ე მუხლი).

სანამ პოლიტიკა და პოლიტიკოსები თავიანთ ახალ ადგილს იმკვიდრებენ საქართველოში, ნუგზარ საჯაიას სიკვდილი ამოცანად რჩება.

Exit mobile version