იუსტიციის სამინისტრო დაუსაბუთებელი ქონების ალტერნატიულ კანონპროექტს შეიმუშავებს

(თბილისი. 14 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ უარყო რადიკალ რეფორმატორთა გუნდის ბრალდებები, რომ იგი მაღალი თანამდებობის პირთათვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვას უშლის ხელს.

“მე ისეთი გავლენა აღარ მაქვს პარლამენტზე, როგორიც ადრე მქონდა, ამიტომ არ შემიძლია პარლამენტზე ზემოქმედება,” განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით იუსტიციის სამინისტროს დაევალა ალტერნატიული კანონპროექტის შემუშავება, რადგან არსებული ბევრ ხარვეზს შეიცავს.

Exit mobile version