პარლამენტის სესიის მიმოხილვა. 18-21 დეკემბერი. 2001

18 დეკემბერი, სამშაბათი

პლენარული სესიის დაწყებისთანავე სიტყვა მოითხოვა “ახალი მემერჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ. მან გააპროტესტა პარლამენტის თავჯდომარის მეუღლის ბადრი ბიწაძის გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ დანიშვნა და ამ შემთხვევას უპრეცედენტო ფაქტი უწოდა. არსებული სიტუაციის შენარჩუნების შემთხვევაში გამყრელიძემ მოითხოვა პარლამენტის თავჯდომარის ან გენერალური პროკურორის გადაყენება. “ახალმა მემარჯვენეებმა” პროტესტის ნიშნად დატოვეს პლენარული სხდომა. ისინი მხოლოდ მაშინ დაბრუნდებიან, როცა მათი პირობები შესრულდება.

ნინო ბურჯანაძემ პასუხად განაცხადა, რომ იგი მზადაა დაავალოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და ასევე პარლამენტის საგამოძიებო კომისიას გამოიძიოს ამ საკადრო გადაწყვეტილების კანონიერება.

1. დადეგენილების პროექტი “საქართველოს პარლამენტის წევრის სოლომონ პავლიაშვილის უფლებამოსილების ვდამდე შეწყვეტის თაობაზე”

დადგენილების პროექტი წარადგინა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავჯდომარემ როსტომ დოლიძემ.

მომხრე – 124
მოწინააღმდეგე -8

2. დადეგენილების პროექტი “#55 ხონის საარჩევნო ოლქში არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის Aკაკი ბობოხიძის  უფლებამოსილების ცნობის შესახებ”

დადგენილების პროექტი წარადგინა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავჯდომარემ როსტომ დოლიძემ.

მომხრე – 131
მოწინააღმდეგე -0

3. კანონპროექტი “საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვის მოსაკრებლის შესახებ”

კანონპროექტი წარადგინა გადასახადებისა და შემოსვლების კომიტეტეის თავჯდომარის პირველმა მოადგილემ რომან დალაქიშვილმა.

კენჭი ეყარა დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით.

მომხრე – 122
მოწინააღმდეგე -4  /I მოსმენა/

მომხრე – 114
მოწინააღმდეგე -6  /II მოსმენა/  

მომხრე – 112
მოწინააღმდეგე -8  /III მოსმენა/


4. კანონპროექტი “მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვის მოსაკრებლის შესახებ” კანონპროექტიდან/

კენჭი ეყარა გამარტივებული წესით.

მომხრე – 100
მოწინააღმდეგე -8 

5. კანონპროექტი “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ამირან გამყრელიძემ.

განიხილეს III მოსმენით.

მომხრე – 119
მოწინააღმდეგე -0


6. კანონპროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” /გამომდინარე “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიდან/

კენჭი ეყარა გამარტივებული წესით

მომხრე – 114
მოწინააღმდეგე -4

7. კანონპროექტი “იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთაA შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ გაიოზ ნოზაძემ.

განიხილეს III მოსმენით.

მომხრე – 121
მოწინააღმდეგე -0

8. დადგენილების პროექტი “ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ”

დადგენილების პროექტი წარადგინა ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ.

მაღლაფერიძემ უფლებამოსილების გაზრდასთან ერთად მოითხოვა კომისიისთვის კომპეტენციის გაზრდაც.

მომხრე – 117
მოწინააღმდეგე -2

9. დადგენილების პროექტი “ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ”

დადგენილების პროექტი წარადგინა ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავჯდომარემ ელდარ შენგელაიამ.

მომხრე – 116
მოწინააღმდეგე -3

10. საქართველოს და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის “განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების (ელექტროენერგეტიკული ბაზრის მხარდამჭერი პროექტი)” რატიფიცირება.

ხელშეკრულება ექვსი თვის განმავლობაში გადიოდა სესიაზე, მაგრამ წინააღმდეგობის გამო კენჭისყრის პროცედურამდე ვერ აღწევდა. ვერც ამჯერად მოხერხდა ხელშეკრულების რატიფიცირება. კენჭისყრა ბათილად გამოცხადდა.

მომხრე – 117
მოწინააღმდეგე -28

11. “რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქენერგოგენერაციას შორის საკრედიტო და საპროექტო ხელშეკრულება” და მასთან დაკავშირებული “განსაკუთრებული შეთანხმება”

მომხრე – 135
მოწინააღმდეგე -18

12. “რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFჭ), საქართველოს სააქციო საზოგადოება ვარციხე-ჰესების კასკადსა და საქენერგოგენერაციას შორის პროექტის განხორციელების სხვაზე გადაცემის შესახებ” ხელშეკრულებისა და “განსაკუთრებული შეთანხმების” რატიფიცირება

მომხრე – 123
მოწინააღმდეგე -21

13. “საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივი თანამშრომლობოს შესახებ” შეთანხმების რატიფიცირება

მომხრე – 131
მოწინააღმდეგე -0

14. კანონპროექტი “პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქრთველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე.

განიხილეს I მოსმენით.
 
მომხრე – 131
მოწინააღმდეგე -1

15. “საქართველოს მთავრობასა და რუსეთის მთავრობას შორის შეთანხმება სასაზღვრო წარმომადგენლობის შესახებ”

მომხრე – 123
მოწინააღმდეგე -4


19 დეკემბერი, ოთხშაბათი

1. “საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საქართველოში მშვიდობის კორპუსის პროგრამის შესახებ”

საკითხი წარადგინა საგარეო საქმეთა მინისტრიეს მოედგილემ ზვიად ჭუმბურიძემ.

ჰამლეტ ჭიპაშვილმა “აღორძინებიდან” განაცხადა, რომ ხელშეკრულება გადასახედია და დახვეწას მოითხოვს. მისი თქმით, საჭიროა მშვიდობის კორპუსის საქმიანობა ცივილიზებულ ფორმებში მოექცეს ზედმეტი შეღავათების გარეშე.

ვიტალი ხაზარაძემ დაამატა, რომ საგადასახადო შეღავათები, რომელიც უშალოდ მშვიდობის კორპუსის მოღვაწეობას არ ეხება, უნდა მოიხსნას.

მომხრე – 130
მოწინააღმდეგე -22

2.კანონპროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა შემოსავლებისა და გადასახადების კომიტეტის თავჯდომარემ ვიტალი ხაზარაძემ.

ცვლილებები ეხება ვაჭრობის გადასახადის 3%-ით განსაზღვრას ანუ ამ სფეროში ფიქსირებული გადასახადის შემოღებას.

ცვლილებების წინააღმდეგი გამოვიდა ფინანასთა სამინისტრო იმ მოტივით, რომ ამ სფეროდამ გადასახადების შემცირებით ცენტრალური ბიუჯეტი 50-100 მილიონის ფარგლებში შემოსავლებს დაკარგავს.

მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა პარლამენტმა ცვლილებები დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით მიიღო.

მომხრე – 123
მოწინააღმდეგე -4  /I მოსმენა/

მომხრე – 154
მოწინააღმდეგე -5  /II მოსმენა/  

მომხრე – 153
მოწინააღმდეგე -6  /III მოსმენა/

3. კანონპროექტი “სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ”

კანონპროექტი წარადგინა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლევან ჭიჭინაძემ.

კანონპროექტი ახდენს სხვადასხვა დარგების სარეგისტრაციო მოსაკრებლების სისტემატიზაციას.

მომხრე – 102
მოწინააღმდეგე -8

4. კანონპროექტი “საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ”

კანონპროექტი წარადგინა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლევან ჭიჭინაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა კენჭისყრის წინ ფრაქციის სახელით მოითხოვა კანონპროექტის მიმართ საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირება, მაგრამ თანხმობა ვერ მიიღო.

საბოლოოდ კენჭისყრა გადაიდო.

5. “საქართველოსა და Aზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის” “სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და Aზერბაიჯანის ტერიტორიებზა და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ” და მისი განუყოფელი ნაწილი – საქართველოს მთავრობასა და სამხრეთ – კავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის”

ხელშეკრულების პროექტი წარადგინა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა გია ჭანტურიამ.

პროექტით სისტემის ეხსპლუატაციაში გაშვება 2005 წლისთვის იგეგმება. ჭანტურიამ აღნიშნა, რომ 2005 წლისთვის საქართველო მიიღებს იმაზე მეტ ბურებრივ აირს ვიდრე მოიხმარს. აღსანიშნავია, რომ გაზის განსაზღვრული რაოდენობა უფასოდ მიეწოდება საქართველოს, ხოლო გარკვეული ნაწილი იმაზე გაცილებით იაფად, რაც ალტერნატიული გაზი ღირს.

დეპუტატებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველო თავის სასარგებლოდ გამოიყენებს შანსს, რომ იქონიოს ალტერნატიული გაზის მოწიდების წყაროები. დეპუტატმა კობა დავითაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ ბუნებრივი აირის მილსადენი სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება და არ მოხდება მისი უცხოური კომპანიების ხელში ჩაგდება.

მომხრე – 180
მოწინააღმდეგე -0


20 დეკემბერი, ხუთშაბათი
 
1. საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენება 2001 წლის პირველ ნახევარში გაწეული მუშაობის შესახებ

ანგარიში წარმოადგინა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა.

დევდარიანმა 108 გვერდიანი სქელტანიანი მოხსენება წარუდგინა პარლამენტარებს. მან თავის გამოსვლაში მოკლედ მიმოიხილა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქ ტები და განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე არებულ ვალდებულელბებს ადამიანის უფლებეთა დაცვის სფეროში ვერ ასრულებს.

დისკუსია გაიშალა რელიგიურ უმცირესობათა საკითხის გარშემო. ვალერი გელბახიანმა პარლამენტს შესთავაზა საერთაშორისო გამოცდილების საფუძველძე პროზელიტიზმის სამართლებრივი მოწესრიგება. მისი თქმით, კანონმა უნდა დასაჯოს რელიგიის მოსყიდვის ფაქტები.

ხმაური ატყდა ასევე ე.წ “თურქი მესხების” ჩამოსახლების პრობლებასთან დაკავშირებით.

2. კანონპროექტი “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა ეკონიმიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარემ ვანო მერაბიშვილმა.

ცვლილებები ეხებოდა თამბაქოსა და ალკოჰოლის რეკლამაზე დაწესებული აკრძალვების გაგრძელებას იმ განსხვავებით, რომ რეკლამის შემდეგ თამბაქოს საწინააღმდეგო წარწერა გახმოვანდებოდა.

კანონპროექტს უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდნენ “მრეწველები”. ისინი ამ სახის რეკლამის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და მოითხოვდნენ მასმედიის სასარგებლოდ დანარჩენი სახის რეკლამაზე დღგ-ს მოხსნას, რაც იმ 60%-ის  კომპენსირებას მოახდენდა, რომელსაც რეკლამის ამ სფეროდან იღებდა მასმედია.

საბოლოოდ კომპრომისული ვარიანტი გაიზიარეს, სადაც თამბაქოსა და ალკოჰოლის რეკლამას ვადა 2003 წლის 1 აპრილამდე გაუგრძელდა. ასევე, გარდამავალ დებულებებში ჩაიდო პუნქტი, რომელიც ავალდებულებს პარლამენტს უახლოეს ვადაში მიიღოს კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ.

კენჭი ეყარა გამარტივებული წესით.

მომხრე – 122
მოწინააღმდეგე -25


21 დეკემბერი, პარასკევი

1. კანონპროექტი “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირებისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ”

კანონპროექტი წარადგინა იუსტიციის მინისტრის მოედგილემ ზურაბ ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით კანონპროექტი ატარებს ჩარჩო ხასიათს და წარმოადგენს ბაზას საკანონმდებლო რეგულირებისათვის. კანონპროექტის მიხედვით, იმიჯნება ლიცენზიისა და ნებართვის მცნებები. ასევე სიახლეს წარმოადგენს მარეგულირებელი კომისიებისთვის ლიცენზიების გაცემის უფლების მინიჭება.

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 134
მოწინააღმდეგე -14

2. კანონპროექტი “პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში” ცვლილებების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტი წარადგინა იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის წევრმა რევაზ ყიფიანმა.

ცვლილებები ეხება პროკურატურაში რეფორმების 2002 წლის 1 ოქტომბრამდე გადადებას.

კანონპროექტი განიხილეს დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით.


მომხრე – 150
მოწინააღმდეგე -3  /I მოსმენა/

მომხრე – 143
მოწინააღმდეგე -2  /II მოსმენა/  

მომხრე – 151
მოწინააღმდეგე -2  /III მოსმენა/

3. “საქართველოსა და საერთაშორისო  განვითარების ასოციაცის შორის (ირიგაციისა და დრენაჟის მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების პროექტი) საკრედიტო ხელშეკრულების რატიფიცირება”

ხელშეკრულების პროექტი წარადგინა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ.

მომხრე – 179
მოწინააღმდეგე -2

4. დადგენილების პროექტი “საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ”

დადგენილების პროექტი წარადგინა ვასილ მაღლაფერიძემ.

კომიტეტი და განათლების სამინისტრო დადგენილების პროექტის საშემოდგომო სესიაზე მიღების წინააღმდეგი გამოვიდნენ იმ მოტივით, რომ ფართო განხილვა არ მომხდარა და სახელმწიფო სტრუქტურებს დასკვნები არ წარმოუდგენიათ.

მაღლაფერიძე-გრიგალაშვილის ჯგუფი დაჟინებით ითხოვდა დადგენილების პროექტის სასაწრაფო კენჭისყრას.

საბოლოოდ დეპუტატებმა გაიზიარეს გიგი წერეთლის კომპრომისული წინადადება დადგენილების ორი მოსმენით მიღების შესახებ.

პარლამენტის განათლების კომიტეტეთან შეიქმნება სარედაქციო კომისია, რომელიც იმუშავებს დოკუმენტის დახვეწაზე.

მომხრე – 111
მოწინააღმდეგე -52  /I მოსმენა/

5. კანონპროექტი “შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”

კენჭი ეყარა გამარტივებული წესით.

მომხრე – 139
მოწინააღმდეგე -11

6. დადგენილების პროექტი “ავთანდილ ჯორბენაძის საქრთველოს სახელმწიფო მინისტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”

სახელმწიფო მინისტრის კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა.

მომხრე – 183
მოწინააღმდეგე -0

7. დადგენილების პროექტი “იური ტყეშელაშვილის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის თაობაზე”

კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა.

მომხრე – 154
მოწინააღმდეგე -0

8. დადგენილების პროექტი “ლევან მიქელაძის ავსტრიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის – ვენაში განლაგებულ საერთასორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”

მომხრე – 118
მოწინააღმდეგე -32

9. დადგენილების პროექტი “ქეთევან ლაფაჩის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრად დამტკიცების თაობაზე”

მომხრე – 163
მოწინააღმდეგე -0


10. დადგენილების პროექტი “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ”

მომხრე – 123
მოწინააღმდეგე -4

11. კანონპროექტი “საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტნის თაობაზე

კენჭი ეყარა გამარტივებული წესით.

მომხრე – 129
მოწინააღმდეგე -6

12. კანონპროექტი “საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

ცვლილებები მიიღეს დაჩქარებული წესით, სამი მოსმენით.

მომხრე – 134
მოწინააღმდეგე -6  /I მოსმენა/

მომხრე – 125
მოწინააღმდეგე -3  /II მოსმენა/  

მომხრე – 128
მოწინააღმდეგე -4  /III მოსმენა/

Exit mobile version