გიორგი სანაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

(თბილისი. 6 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – 5 დეკემბერს, ჟურნალისტ Gიორგი სანაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი გრიგოლ ხურცილავა დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა და გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ გუშინ გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათი თქმით ეჭვმიტანილმა უკვე მისცა სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება. კობა ნარჩემაშვილის თქმით ხურცილავას ბინაში ცეცხლსასროლი იარაღია ნაპოვნი. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია არის თუ არა ეს ის იარაღი, რომლითაც სანაია მოკლეს.

გამოძიების სხვა დეტალების დასახელებისგან, მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა თავი შეიკავეს. 

26 წლის ჟურნალისტი გიორგი სანაია, 26 ივლსს, საკუთარ ბინაში მოკლეს.

This post is also available in: English (ინგლისური)

Exit mobile version