3 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე განიხილეს სასესიო კვირის დღის წესრიგი. მთავრობის წევრთა სამი კანდიდატურის ეკონიმიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის (Gგიორგი გაჩეჩილაძე), საგადასახადო და შემოსავლების (ლევან ძნელაძე) და ფინანსთა (ზურაბ ნორაიდელი) მინისტრების კანდიდატურების განხილვის შემდეგ ყველა დაუმტკიცებელი მინისტრის კენჭისყრა ჩატარდება.
პარლამენტის ვიცე სპიკერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა გააკეთა განცხადება ჩეჩნეთის ოფიციალური წარმომადგენლის ხიზრი ალდამოვის წინააღმდეგ, “ახალი თაობისთვის” მიცემული რჩეულიშვილის საწინააღმდეგი ინტერვიუს გამო. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტსა და პრესაში გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიებზე რეაგირების საპარლამენტო კომისიას დაევალა საკითხის გარკვევა.
ენერგეტიკული კრიზისის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავჯდომარემ ირაკლი ჩუბინიშვილმა ბიუროს მოახსენა, რომ ოთახშაბათისთვის კომისიას მზად ექნებოდა დასკვნა კონტროლის პალატის მასალებზე დაყრდნობით და კომიტეტებსა და ფრაქციებს საშუალება მიეცემა შეიმუშაოს დადგენილების პროექტი სამინისტროს საქმიანობასა და მისი ხელმძღვანელ პირებთან დაკავშირებით.
ბიუროს სხდომაზე სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა კონტროლუის პალატის თავჯდომარე სულხან მოლაშვილი. მან გააკეთა ინფორმაცია ენერგოსექტორში ჩატარებულ რევიზიასთან დაკავშირებით, რომელიც 1998-2000 წლების მონაკვეთს მოიცავს. მისი თქმით, დოკუმენტი სქელტანიანია და 40 ტომისგან შედგება. კონტროლის პალატამ სათანადო რეაგირებისათვის მასალები პროკურატურას გადაუგზავნა. ზოგიერთ საქმეზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და სასამართლოც მიმდინარეობს.
მოლაშვილმა განაცხადა, რომ ამ დოკუმენტიდან ფრაგმენტი გამოქვეყნდა ჟურნალში “სამართალი და კონტროლი” და იგივე ფრაგმენტი რჩეულიშვილისა და 79 დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე გაიგზავნა პარლამენტში იმ განსხვავებით, რომ საპარლამენტო ვარიანტში მითითებული იყო ენერგეტიკის სამინისტროს ოთხი მაღალჩინოსანის დანაშაულებრივი ქმედებანი. სულხან მოლაშვილმა ხასგასმით აღნიშნა, რომ კონტროლის პალატა აპოლიტუკური ორგანოა და მას არ აქვს უფლება დასვას რომელიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი.
მოლაშვილის ამ განცხადებამ მისცა საფუძველი ზურაბ ტყემალაძეს, რომ პარლამენტისთვის შეეხენებინა, რომ მას ჰქონდა პოლიტუკური გადაწყვეტილების მიღების უფლება და მოუწოდა ამ უფლების რეალიზაციისაკენ. მან ბიუროს გააცნო ნერგეტიკის სფეროს თანამშრომლების წერილი, სადაც ისისნი მინისტრს და სხვა მაღალჩინოსნებს 200 მილიონი ლარის გაფლანგვაში დებდნენ ბრალს.
რჩეულიშვილმა აუწყა ბიუროს, რომ მისი ფრაქციის წევრს ხაჭაპურიძეს ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ადეიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა კონტროლის პალატიდან დასკვნის გამოთხოვის გამო.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სესიას ცნობის სახის გააცნობდა კონტროლის პალატის დასკვნის არსებობას და შემდეგ დეპუტატების გადასაწყნეტი იქნებოდა მირცხულავას კანდიდატურის კენჭისყრაზე დაყენების საკითხი.
ბიუროზე აქტიურად დაისვა საკითხი 11 არსებული დროებით საპარლამენტო კომისიის რიცხვის შემცირებასთან დაკავშირებით. საკითხის აქტუალიზაცია გამოიწვია 7 ასეთი კომისიისთვის ვადის გაგრძელების საჭიროებამ. გამოითქვა აზრი, რომ არსებობდეს ერთი დროებით საგამოძიებო და ერთი დროებითი საპარლამენტო კომისია. ყველა დეპუტატი შეთანხმდა, რომ კომისიას ვადა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაუგრძელდეს, თუ ამის განსაკუთრებული საჭიროება არ არის.
ბიურომ განიხილა მიმდინარე საკანონმდებლო საკითხები და დაამტკიცა დღის წესრიგი.