Placeholder canvas
ახალი ამბები

მოსკოვში დ.ს.თ.-ს საიუბულეო სამიტი დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარ მოქალაქეებს იმედი გაუცრუა

30 ოქტომბერის დ.ს.თ.-ს ლიდერთა მოსკოვის სამიტი ამ ორგანიზაციის ათი წლის იუბილეს დაემთხვა. “საქართველოს პრეზიდენტის განწყობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ საზეიმო ატმოსფერო დიდხანს ვერ გასტანს. შევარდნაძე აპირებს ისარგებლოს შემთხვევით და საზოგადოდ გაარკვიოს ურთიერთობები პუტინთან” – აღნიშნავდა რუსული ინტერნეტ გაზეთი გაზეტა.რუ 30 ნოემბერს დილით.

საქმე იმაშია რომ დ.ს.თ.-ს სამიტს წინ უძღვოდა 27-28 ნოემბერს მომხდარი ფაქტი, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან შემოფრენილმა ავიაგამანადგურებლებმა და სამხედრო ვერტმფრენებმა პანკისისა და არხოტის ხეობები დაბომბეს. საბედნიეროდ მსხვერპლი არ ყოფილა. ამასთან ადგილი ჰქონდა რუსული ავიაგამანადგურებლების მიერ მესტიისა და კოდორის თავზე საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას. აღნიშნული ფაქტები დაადასტურა ა.შ.შ.-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის აგრესიული ქმედება.

პრეზიდენტ შევარდნაძისაგან სამიტზე საკმაოდ მწვავე განცხადებებით გამოსვლას ელოდნენ თავად თბილისშიც, თუმცა ეს მოლოდინი გარკვეულწილად ფუჭი აღმოჩნდა. დ.ს.თ-ის ათი წლისთავზე და საქართველოს ტერიტორიის დაბომბვების პრალელურად გამართულმა სამიტმა ისევე ჩვეულებრივად და უფერულად ჩაიარა, როგორც ეს გასული 10 წლის განმავლობაში ხდებოდა.

“მე ვფიქრობ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ამ ფაქტების შესახებ არაფერი იცოდა და ეს არის ცალკეული სამხედრო ხელმძღვანელების შეცდომა” – განაცხადა დ.ს.თ.-ს საერთო სამიტზე საქართველოს ტერიტორიების დაბომბვების კომენტირებისას პრეზიდენტმა შევარდნაძემ. იგივე პოზიციას საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვში გამგზავრებამდეც აფიქსირებდა. შევარდნაძის ზემოთხსენებულ განცხადებას რუსეთის მასმედია აღიქვავდა როგორც საქართველოს ლიდერის მიერ რუსეთის პრეზიდენტისათვის შანსის მიცემას ეღიარებინა საკუთარი შეცდომა და მოეხადა ბოდიში. თუმცა ეს პირიქით მოხდა.

“თუ საუბარია იმაზე რომ დაიბომბა დასახლებული ტერიტორია და არ არის მსხვერპლი, მაშინ ეს რაღა დაბომბვა გამოდის?” – ასე უპასუხა შევარდნაძის ნათქვამს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსეთის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობაში ადგილი ჰქონდა არა დაბომბვას, არამედ არაბი და ჩეჩენი ბოევიკების შეტაკებას, რომლის დროსაც აფეთქდა იარაღის საწყობი.

“პანკისის ხეობის ტერიტორიაზე, განლაგერულია ნარკოტიკების ლაბორატორიები, უფრო მეტიც მთელი საწარმოები, რომლიდანაც ნარკოტიკები ვრცელდება მთელი დ.ს.თ-ს მასშტაბიჯთ და იწამლებიან ჩვენი მოქალაქეები” – მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა სამიტზე შეკრებილ დ.ს.თ.-ის ლიდერებს. პუტინის აღნიშნული სიტყვები პრეზიდენტმა შევარდნაძემ უპასუხოდ დატოვა, მას ამ იმფორმაციის უარყოფა მაინც შეეძლო.

სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ცინიკურად დასძინა რომ საქართველოს ჩრდილო აღმოსავლეთი ტერიტორიის ნაწილი საერთოდ ოკუპირებულია ჩეჩენი და არაბი ტერორისტების მიერ.

პუტინმა დაბომბვის ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით ერთობლივი კომისიის შექმნზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ კომისიის მუშაობა საკმაოდ რთული იქნება და შეიძლება ვერ წარიმართოს კიდეც, რადგან ქართული მხარე პანკისის ტერიტორიას ვერ აკონტროლებს.

საქართველოს პრეზიდენტის საუბრის ტონი და პოზიცია დიდად არ შეცვლილა ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრისას. ორმხრივი დიალოგის დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა არავითარი კომენტარი ჟურნალისტების წინაშე არ გააკეთეს. ოდნავ მოგვიანებით კი საქართველოს საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე შევარდნაძემ განაცხადა, რომ შეხვედრამ “გულახდილ, მეგობრულ” ვითარებაში ჩაიარა და ძალიან ნაყოფიერი იყო. 

ამავე პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი არ ჩქარობს აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან დ.ს.თ.-ს მანდატით მყოფი რუსი სამშვიდობო ძალების გაყვანას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მანამდე მიიღო გადაწყვეტილება რუსი სამშობოების საქართველოდან გაყვანის თაობაზე.

იმ დროს როდესაც ედუარდ შევარდნაძე რუსეთის წინაშე სერიოზულ დათმობებზე წავიდა მეგობარმა ქვეყნებმა საქართველოს დახმარება აღუთქვეს. საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფმა მზადყოფნა გამოთქვა რომ გადასცენ მას სპეციალური სამხედრო ტექნიკა, რომელიც საჰაერო თავდაცვას უზრუნველყოფს. ამ მხარდაჭერით გამხნევებულმა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა პანკისის ხეობაში უკვე გადაისროლეს სპეციალური ქვედანაყოფები, რომლებიც საჰაერო საზღვრის გაკონრტოლებას შეეცდებიან.

გივი ორდენიძე, “სივილ ჯორჯია”

მსგავსი/Related

Back to top button