დავით მაღრაძე დეპუტატობაზე უარს აცხადებს

(თბილისი. 30 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს, პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა დავით მაღრაძემ უარი განაცხადა პარლამენტში მუშაუბის გაგრძელებაზე და დეპუტატობის თანამდებობა დატოვა.

“ჩემთვის სრულიად მიუღებელი იმ პირობებში მუშაობა, რომელშიც ახლა პარლამენტი იმყოფება, სადაც ადგილი აქვს ბინძურ გარიგებებს”, განაცხადა დავით მაღრაძემ.

მან თავის ყოფილ კოლეგებს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, თუმცა განაცხადა, რომ თავად არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

დავით მაღრეძე ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” წევრი იყო, თუმცა ორიოდე თვის წინ ფრაქცია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა.

Exit mobile version