შევარდნაძე მოსკოვში

(თბილისი. 29 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დღეს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც დ.ს.თ. საიუბილეო სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დაბომბვის შემდეგ, შევარდნაძის სამიტზე წარმოსათქმელ სიტყვაში ცვლილებები შევიდა და ის ყურადღებას ამ ფაქტზე და რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებზე გაამახვილებს.

30 ნოემბერს, დაგეგმილია პრეზიდენტ შევარდნაძის თავის რუს კოლეგასთან პირისპირ შეხვედრა.

This post is also available in: English (ინგლისური)

Exit mobile version