“რეზონანსი”, “ალია”
(ქართული პრესის მიმოხილვა. 28.11.01. “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს საჰაერო სივრცე კვლავ დაირღვა. გუშინ საღამოს პანკისის ხეობაში დაუსახლებელი ადგილები დაიბომბა. რამდენიმე კვირის წინ კი კოდირის ხოება უწყვეტლივ იბომბებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ შემთხვევაში საქართველოს საჰაერო სივრცე ხუთმა თვითმფრინავმა დაარღვია. ქართული პრესა აგრესორად რუსეთს აცხადებს.
“რეზონანსი” პირდაპირ აცხადებს, რომ პანკისი რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს და მიაჩნია, რომ ეს გაფრთხილების მიზნით მოხდა. “წინა კვირას რუსულ პრესაში საკმაოდ ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ პანკისის ხეობაში ჩეჩნების ბანაკებს რუსეთმა უნდა მიხედოს”, წერს გაზეთი და დასძენს: “როგორც ჩანს, რუსეთს არად უღირს ის, რომ არღვევს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებს”.
30 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ხვდება. “რეზონანსი” ვარაუდობს, რომ შესაძლოა, შეხვედრაზე პანკისის ხეობაში მომხდარი შემთხვევა მესამე ძალას დაბრალდეს და უკვირს, თუ რატომ ვერ ახერხეს საქართველო რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას. “ალია” წერს, რომ დაბობვის ფაქტი არა მხოლოდ ამ მოლაპარაკებებზე ზეწოლაა, არამედ ომის გამოცხადებას ნიშნავს.
პანკისის მოსახლეობა გაზეთთან საუბრისას შეშფოთებას გამოხატავს დაბომბვის გამო. ამ ფაქტში, გარკვეულწილად, საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს და მას უნდობლობას უცხადებს. გაზეთი სახელისუფლებო სტრუქტურების სუსტ მუშაობაზე საუბრობს და წერს, რომ ყველაზე ნაკლებად ინფომირებულნი სწორედ ისინი არიან. “საქართველოს საჰაერო სივრცეში უცხო თვითფრინავებისა და შვეულმფრენების შემოსვლის შესახებ სადისპეტჩეროებს ინფორმაცია არ გააჩნიათ”. შექმნილი ვითარების გამო არც უშიშროების საბჭო შეკრებილა და მთავრობას არც კონტრღონისძიებებზე უმსჯელია, წერს გაზეთი.
“რუსებმა შეიძლება დაიწყონ მტკიცება, რომ ხეობა “ბოევიკების” გამო დაბომბეს, მაგრამ ეს ტყუილია. ყოფელთვის ვამბობდით, რუსეთი პროვოცირებას მოახდენდა, რომ ხეობაში შემოსვლის საბაბი ჰქონოდა”, ამბობს ერთ-ერთი პანკისელი ავტორიტეტი.
პანკისის მოსახლეობა რუსეთისგან პროვოკაციასა და თავდასხმას გამუდმებით ელიან და თავდაცვისთვის ემზადებიან. “ალიას” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ პანკისში რუსი შპიონებისა და პროვოკატორების ყოფნა დაფიქსირდა. მოსახლეობამ რამდენიმე პიროვნება დააკავა, რომლებიც წმინდა არაბლიდ საუბრობდნენ, გარეგნობითაც არაბებს ჰგავდნენ, მარამ რუსები აღმოჩნდენენ. ასეთი ფაქტების არსებობას საქართველოს უშიშროების სამინისტროც ადასტურებს, წერს გაზეთი.