20 ნოემბერი, სამშაბათი
1. კანონპროექტი “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
კანონპროექტი წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ვალერი ხაბურძანიამ.
ცვლილებები ეხებოდა სამინისტროთა რაოდენობის შემცირებას. კერძოდ, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უერთდებოდა ქონების მართვის და მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროები და ყალიბდებოდა ერთიანი ეკონომიკის სამინისტრო; ასევე ფინანსთა სამინისტროს უერთდებოდა შემოსავლებიდა და გადასახადების სამინისტრო და იქმნებოდა ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო; სატყეო დეპარტამენტი უქმდებოდა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაში ექცეოდა აღნიშნული უწყება.
წარმოდგენილი ცვლილებები დეპუტატთა კრიტიკას ვერ უძლებდა. თითქმის ყველა ფრაქცია ერთიანი სიმწვავით უპირისპირდებოდა კანონპროექტს. განსაკუთრებით რადიკალური იყო “მრეწველთა” ფრაქცია. მათი აზრით, წარმოდგენილი ცვლილებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო და მხოლოდ სამინისტროთა გაუთვლელ მექანიკურ გაერთიანებას გულისხმობდა.
მას შემდეგ, რაც საერთო უარყოფითი ფონი გამოიკვეთა პარლამენტის თავჯდომარემ განაცხად, რომ პარლამენტს არ ჰქონდა უფლება პრეზიდენტისთივის ეთხოვა კანონპროექტის უკან გაწვევა, რამეთუ პირველი მოსმენით განხილვა უკვე მიმდინარეობდა.
შემოსავლების და გადასახადების, საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტებმა არასაკმარისად მომზადებულად ცნეს კანონპროექტი და მიზანშეუწონლად მიიჩნიას მისი მხარდაჭერა. იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ადეიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ პრეზიდენტს შეექმნა სპაციალური კომისია, რომელიც შეიმუშავებს აღამასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის რეფორმირების პროგრამას.
პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო.
მომხრე – 11
მოწინააღმდეგე – 119
21 ნოემბერი, ოთხშაბათი
ბიუროს სხდომაზე მიღწეული შეთანხმების მიხედვით წარიმართა მინისტრების კანდიდატურების წარმოდგენა თავდაპირველად. ჯერ ძალოვანი სამინისტროების ბლოკი განიხილეს. მას ეკონომიკური ბლოკი უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ბიუჯეტის სეკვესტრის მიზეზების შემსწავლელი კომისიის დასკვნის დაგვიანების გამო, ეკონიმიკური ბლოკის მინისტრების განხილვა მომავალი კვირისთვის გადაიდო.
1. დადგენილების პროექტი “დავით თევზაძის საქართველოს თავდაცვის მინისტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”
თავდაცვის მინისტრის კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ვალერი ხაბურძანიამ.
დავით თევზაძე ტრადიციულად სიტყვაძუნწი აღმოჩნდა იმ მოსაზრებით, რომ მის პროგრამას კარგად იცნობდნენ დეპუტატები. მან განაცხადა, რომ 2015 წლამდე გაწერილია თავდაცვის სამინისტროს რეფორმირების პროგრამა. თევზაძემ აუწყა დეპუტატებს, რომ საქართველო მოიაზრება ანტიტერორისტულ კოალიციაში -“ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით ერთ კვირაში გადაიდგმება”.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ფრაქციების მსგავსად მხარი დაუჭირა მინისტრის კანდიდატურას. კომიტეტის თავჯდომარემ გია ბარამიძემ გამოთქვა იმედი, რომ ბიუჯეტის განხილვის დროს თავდაცვის სამინისტროსთვის საკადრისი ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით დეპუტატები პრინციპულ მხარდაჭერას დააფიქსირებენ.
მომხრე – 200
მოწინააღმდეგე – 3
2. დადგენილების პროექტი “ვალერიან ხაბურძანიას საქართველოს უშიშროების მინისტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”
უშიშროების მინისტრის კანდიდატურა წარადგინა კახა ბარათაშვილმა.
ვალერი ხაბურზანიამ უშიშროების სამინისტროს მომავლის მისეული ხედვა ჩამოაყალიბა. მისი აზრით, აუცილებელია სამინისტროსთვის სპაცსამსახურის კლასიკური იმიჯის აღდგენა და პოლიციური ფუნქციების ჩამოშორება. ხაბურძანიამ აქცენტი გააკეთა ინტელექტუალური კადრების მოზიდვაზე. მისი აზრით, უშიშროებამ უნდა უზრუნველყოს ზოგადად ეროვნული ეკონომიკის უსაფრთხოების გარემო და უხეშად არ უნდა ჩაერიოს კონკრეტული საწარმოების შინაურ საქმეებში.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა აბსოლუტური თანხმობის ფონზე მხარი დაუჭირა მინისტრის კანდიდატურას.
მომხრე – 208
მოწინააღმდეგე – 1
3. დაგენილების პროექტი “კობა ნარჩემაშვილის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”
შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ვალერი ხაბურძანიამ.
კობა ნარჩემაშვილმა საპროგრამო სიტყვაში ზირითადი აქცენტი გააკეთა პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობაზე. მისი თქმით, მინისტრს ეყოლება მოადგილე ადამიანის უფლებებისა და პრესასთან ურთიერთობის სფეროში, რაც წინაპირობა იქნება მასმედიასთან დაძაბული ურთიერთობების განსამუხტავად. სამინისტროში შეიქმნება საჯარო ინფორმაციის ბიურო. ნარჩემაშვილის რეფორმის გეგმაში ძირითადი ადგილი უკავია ფორმულას – გამომძიებელი -ოპერატიული მუშაკი. მინისტრობის კანდიდატი სისტემის სერიოზილ ინსტიტუციულ ცვლილებებს უჭერს მხარს.
დეპუტატების საყვედურს, რომ წინამორბედი მინისტრიც საოცარი სიზუსტით აყალიბებდა რეფორმის გეგმას, მაგრამ რეალურად სამინისტროში სიტუაცია უარესობისაკენ წავიდა, ნარჩემაშვილმა მხოლოდ პატიოსანი სიტყვის ძალა დაახვედრა.
“აღორძინების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვალერი გელბახიანმა ნარჩემაშვილს ყველა იმ მაღალჩინოსანი პოლიციელის პასუხისმგებლობა მოთხოვა, რომელთა საარჩევნო პროცესში უხეში ჩარევაც დაფიქსირებულია.
მომხრე – 208
მოწინააღმდეგე – 1
4. დადგენილების პროექტი “როლანდ გილიგაშვილის საქართველოს იუსტიციის მინისტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”
დეპუტატებმა როლანგ გილიგაშვილის განხილვის გარეშე დამტკიცება მოითხოვეს, რადგანაც მათი ყოფილი კოლეგა იუსტიციის მინისტრის პოსტზე ერთი თვის წინ იყო დანიშნული.
ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტის თავჯდომარის დაჟინებული თხოვნის გილიგაშვილს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწია. მისი თქმით, სასაჯელ აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობაში პოლიციეს ყოფილი მაღალჩინოსნის მოყვანა გამოიწვია ციხეებში შექმნილმა მძიმე კრიმინოგენულმა ვითარებამ. გილიგაშვილმა განაცხადა, რომ ყველა ამ თანამდედბობებზე ოფიციალურად დაინიშნებიან მხოლოდ გამოცდების ჩაბარების შემდეგ.
მომხრე – 204
მოწინააღმდეგე – 1
22 ნოემბერი, ხუთშაბათი
1. დაგენილების პროექტი “ალექსანდრე კარტოზიას საქართველოს განათლების მინისტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”
განათლების მინისტრის კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ვალერი ხაბურძანიამ.
ალეკო კარტოზის კანდიდატურის განხილვა 21 ნოემბერს დაიწყო პარლამენტმა, რაც საკმაოდ სკანდალურ ვიტარებაში წარიმართა.
კარტოზიამ საპროგრამო სიტყვა მუქარით დაიწყოვ – “ყველა შემთხვევაში პასუხს მოვთხოვ იმ ადამიანს, ვინც დგას საგაზეთო პუბლიკაციის შემდეგი სიტყვების უკან “ის ვინც ეცდება მინისტრობის დაბრუნებას არის არამზადა”. მან ძირითადი აქცენტი პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ მსოფლიო ბანკის 60 მილიონიან კრედიტზე გააკეთა.
მინისტრობის კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდნენ ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. მათ კარტოზია სისტემაში განვითარებულ კორუფციაზე რეაგირების იგნორირებაში დაადანაშაულეს. “ტრადიციონალისტებმა” და “XXI საუკუნემ” ჯანსუღ ჩარკვიანის მიერ გახმოვანებული კარტოზიას მიერ დანიშნული განათლების სისტემის თანამდებიბის პირების ქება-დიდების წერილი გააკრიტიკეს.
ვითარებამ დაძაბულობის პიკს მიაღწია, როცა ვახტანგ რჩეულიშვილმა “მოქალაქეთა კავშირი” და თავისუფლების ინსტიტუტი გააიგივა და კარტოზიას მაფიოზური იმიჯის შექმნაში დაადანაშაულა. ბრალდებები ისმოდა “აღორძინებიდანაც”, როცა გიორგი თარგამაძემ კარტოზიას კანდიდატურის ჩაგდების მცდელობის მიზეზად მოქალაქეთა კავშირის არჩევნების გასაყალბებელი მანქანის შენარჩუნების სურვილი დაინახა.
პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ ძველი პოლიტიკის გაგრძელებაზე პასუხისმგებლობა მათ დააკისრა, ვინც ნამინისტრალ კანდიდატურებს ხმას მიცემდა. ესეთები კი იყვნენ ფრაქციები “თანადგომა”, “ალიანსი ახალი საქართველოსთვის”, “აღორძინება”, “XXI საუკუნე”, “სოციალისტები” და “ახალი მემარჯვენეები”.
საბოლოოდ, ორი პირობითი დაჯგუფების ბძოლა მოქალაქეთა კავშირისა და მისი თანამოაზრეების მარცხით დამთავრდა პარლამენტში.
მომხრე – 112
მოწინააღმდეგე – 86
2. დაგენილების პროექტი “ირაკლი მენაღარიშვილის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”
ირაკლი მენაღარიშვილი საპროგრამო სიტყვით წარდგა პარლამენტის წინაშე. მან საგარეო ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები მიმოიხილა.
განსაკუთრებული წინააღმდეგობა მინისტრობის კანდიდატურის მიმართ ფრაქცია “აღორძინებამ” გამოიჩინა. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდა ჰამლეტ ჭიპაშვილი.
მომხრე – 166
მოწინააღმდეგე – 25
3. დაგენილების პროექტი “ნინო ჩხობაძის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”
ნინო ჩხობაძის კანდიდატურა ზედმეტი ხმაურის გარეშე ჩავარდა კენჭისყრის დროს. კითხვები მას მხოლოდ ტყეებისა და სკვერების მასიურ განადგურებასთან დაკავშირებით დაუსვეს.
ნინო ჩხობაძეს მხარი “თანადგომამ”, “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” და “ახალი მემარჯვენეების” ფრაქციებმა დაუჭირეს.
მომხრე – 59
მოწინააღმდეგე – 119
4. დადგენილების პროექტი “საქართველოს ეროვნული ბანკის 2001 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის Dდანიშვნის თაობაზე”
მომხრე – 153
მოწინააღმდეგე -9