თბილისი. 12 ნოემბერი. სივილ ჯორჯია – პრეზიდენტმა შევარდნაძემ ხელისუფლების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კონსულტაციები პარლამენტის ხელმძღვანელობასთან უკვე დაიწყო, ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათის რადიო ინტერვიუში განაცხადა.
მან კვლავაც თავი შეიკავა მინისტრობის კანდიდატების დაესახელებისგან, თუმცა განაცხადა რომ აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად გადახალისდება.
პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებით, 18 სამინსტროდან 15 დარჩება. საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო ორ – საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტად გაიყოფა და მას სახელმწიფო მინისტრი უხემძღვანელებს, ანუ იგი არ შეუერთდება ფინანსთა სამინისტროს.