(თბილისი. 10 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – უახლოეს დღეებში ახალი საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყოლაბიბებაა მოსალოდნელი, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” კორესპონდენტს სარწმუნო წყარომ პარლამენტიდან.
უმრავლესობაში შემდეგი ფრაქციები გაერთიანდებიან: “მოქალაქეთა კავშირი”, “მაჟორიტარები”, “მრეწველები”, “ტრადიციონალისტები”, “ახალი აფხაზეთი – ქრისტიან-დემოკრატები”, “აფხაზეთი”.
მოსალოდნელია, რომ მათ რამოდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატიც დაემატება. ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბების შემთხვევაში მასში სულ ცოტა 120-მდე დეპუტატი გაერთიანდება.