“რეზონანსი”, “დილის გაზეთი”
ელექტროენერგიის ტარიფი 12,45 თეთრი ხდება. “დენის ტარიფის საკითხმა საქართველოში პოპულისტური გამოსვლები გამოიწვია”, წერს “რეზონანსი”. მსოფლიო ბანკის მრჩეველმა ენერგეტიკის საკითებში ირაკლი კაკაბაძემ გაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ზეწოლა რომ არა, ტარიფის ზრდის ძალიან კარგი ვარიანტი დამტკიცდებოდა. საუბარია, ე.წ. 4-საფეხურიან ტარიფზე, რომელიც ელექტროენერგიის მოხმარების მიხედვითაა გათვლილი. სავარაუდოდ, სემეკ-ი ამ მოდელს 2002 წლის 1 აპრილიდან აამოქმედებს.
მაანამდე კი, ზამთრის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება ტრადიციულად ქცეული ენერგოგასაჭირი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მოსახელეობას სწორედ ზამთრის პირას უძვირებენ ტარიფს ელექტროენერგიაზე, რაც გაზის გაძვირებასაც გამოიწვევს, აღნიშნავს “დილის გაზეთი”. ამასთანავე, ის აქვეყნებს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებს, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობის 89 პროცენტი მთელ თავის სახსრებს არსებობის შენარჩუნებას ახმარს.
“დღეს ხელისუფლებას იმდენად აინტერესებს სოციალური სფერო, რამდენადაც უშუალო საფრთხე არ დაემუქრება საკუთრივ მის სოციალურ კეთილდღეობას”, წერს გაზეთი და აშკარად მიუთითებს მკითხველს, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ხალხის ბედით დაინტერესებული არ არის.
გაზეთი მოსახლეობის მოსალოდნელ პროტესტზე საუბრობს: “თუ შარშან პროტესტი შედარებით მსუბუქ ფორმებში გამოიხატა (ქუჩების გადაკეტვა და საბურავების დაწვა), კაცმა არ იცის, წელს რითი დასრულედება საზოგადოების “აქტიურობა”, წერს გაზეთი. მისი აზრით, მოსალოდნელი სოცილაური ამბოხი საფრთხეს უქადის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. “სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არც იმის ნიშნები შეიმჩნევა, რომ პოლიტიკური წრეები რაიმე პრევენტიულ ზომებს იღებენ და მდგომარების განმუხტვით არიან დაინტერესებლუნი”, დასძენს გაზეთი.