საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ აფხაზეთის კონფლიქტისOზონის დატოვების იურიდიული საფუძველი მოამზადა. შესაბამისი დოკუმენტაცია განსახილველად უშიშროების საბჭოს უკვე გადაეგზავნა.
სამინისტროს წარმომადგენლის კახა სიხარულიძის განცხადებით მას შემდეგ რაც საბჭო ამ საკითხს განიხილავს, პრეზიდენტმა შევარდნაძემ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
12 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების ყოფნა არამიზანსეწონილად არის მიჩნეული. პრეზიდენტმა შევარდნაძემ დადგენილებას მხარი დუაჭირა.