საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 8 იროკეზის ტიპის ამერიკული ვერტმფრენი გადაეცა. გადაცემის ოფიციალური საზეიმო ცერემონია 23 ოქტომბერს 12 საათზე ალექსეევკას სამხედრო ნაწილის აეროდრომზე შედგა. 6 ვერტმფრენი აშშ-ის, ხოლო 2 კი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ იქნა ნაჩუქარი. მათი საერთო ღირებულება 6 მილიონ ამერიკულ დოლლარს შეადგენს.
ვერტმფრენების საზეიმო ცერემონიალს საქართველოს ხელისუფლების, აშშ-თურქეთის სამხედრო წამრმომადგენდები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ სახელმწიფო მინისტრი გია არსენიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, აშშ გაერთიანებული შტაბის ყოფილი მეთაური ჯონი შალიკაშვილი, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ფილიპ რამლერი და სხვა პოლიტიკური თუ სამხედრო მოღვაწენი.