პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სესიების მიმოხილვა. 17-18 ოქტომბერი. 2001

17-18 ოქტომბერი, ოთხშაბათი -ხუთშაბათი

კანონპროექტი “საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.

კანონპროექტი წარადგინა ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.

კანონპროექტის მიხედვით 2001 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი 164 მილიონი ლარით იკვეცება. ცვლილება განპირობებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნით. ცვლილების განხორციელებით საქართველოს უჩნდება შანსი სავალუტო ფონდმა პროგრამა აღადგონოს და გამოყოს 65 მილიონიანი მეორე ტრანში.

სახელმწიფო მინისტრმა გია არსენიშვილმა, შემოსავლებისა და გადასახადების მინისტრმა ლევან ძნელაძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი მანაგაძემ და ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრმა ვანო ჩხარტიშვილმა თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს პარლამენტს კანონპროექტთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, ვანო ჩხარტიშვილის გამოსვლა, სადაც იგი ბიუჯეტის სეკვესტრს მხოლოდ ორი სიტყვით შეეხო და ძირითადი აქცენტი შემოსავლების სამინისტროს კრიტიკაზე გადაიტანა. მისი თქმით, სტრუქტურული ცვლილების წარუმატებლობის გამო აუცილებელია შემოსავლებისა და გადასახადების სამინისტროს გაუქმება. თავი იჩინა ჩხარტიშვილსა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარეს, ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირებამ, რაც თითქმის პიროვნულ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

დეპუტატებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი და დასვეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი. მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებში ოპოზიციურ ფრაქციებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ მოქალაქეთა კავშირის წევრებიც. დეპუტატებმა წარმოადგინეს რამდენიმე დადგენილების პროექტი ამ კონტექსტში.

ფრაქცია “აღორძინების” პროექტის მიხედვით:

ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები” ითხოვდნენ სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ბიუჯეტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დადგება კონკრეტული მინისტრების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხი.

საბოლოოდ, პარლამენტმა მიიღო შემდეგი ორი დაგენილება:

1. ა)საქართველოს პარლამენტმა საფინანსო-ეკონომიური ბლოკის კომიტეტებმა 3 კვირის ვადაში წარმოადგინონ ანგარიშები საბიუჯეტო სფეროში საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით;

ბ) 2002 წლის 1 იანვრამდე ცალკეული თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ წარუდგინოს პარლამენტს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფაქტობრივი შეუსრულებლობის შედეგები და გამოავლინოს კონკრეტული პასუხისმგებელი პირები.

2. ა)საერთაშორისო სავალუტო ფონდისადმი ვალდებულებების შეუსრულებლობის და და ბიუჯეტის შესრულების გათვალისწინებით მთავრობის საქმიანობა შეფასდეს არადამაკმაყოფილებლად;
ბ) ეთხოვოს პრეზიდენტს განიხილოს მთავრობის იმ წევრთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა ქმედებამაც განოიწვია ბიუჯეტის შეკვეცა.


პარლამენტმა I მოსმენით კენჭი უყარა კანონპროექტს.


მომხრე – 139
მოწინააღმდეგე – 15

დეპუტატებმა პირობა წაუყენეს აღმასრულებელ ხელისუფლებას დაგენილებების სახით და კატეგორიულად უარი თქვეს II და III მოსმენით კენჭისყრაზე, სანამ პრეზიდენტი არ გაითვალისწინებ მათ მოთხოვნებს; მიუხედავათ ზურაბ ნოღაიდელის თხოვნისა, რომ ბიუჯეტში ცვლილებები სავალუტო ფონდის მოთხოვნით 19 ოქტომბრამდე უნდა ყოფილიყო მიღებული. წინაარმდეგ შემთხვევაში საქართველოს ვერ მიიღებს 75 მილიონიან ტრანშს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ვალერი ხაბურზანიამ პარლამენტის ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტისადმი ულტიმატუმის წაყენებად მიიჩნია.

Exit mobile version