უშიშროების მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე აცხადებს, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით არის მსხვერპლი, თუმცა უცნობია დაღუპულთა ვინაობა. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლი სწორედ მშვიდობიან, ადგილობრივ მოსახლეობაში იყოს.
დღესვე რუსულმა მასს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია აფხაზების სამხედრო ძალების მიერ ჩეჩნურ-ქართული რაზმის დიდი ნაწილის განადგურების შესახებ. ინტერფაქსის ცნობით აფხაზებმა გამოიყენეს ავიაცა და საჰაერო დაბომბვები განახორციელეს ამტყელის უღელტეხილის შემოგარენში, სადაც ხვამცანის მთის მიდამოებში აღმოჩენილ იქნა ქართულ-ჩეჩნური დაჯგუფების გარკვეული ნაწილი.