ქართველი პარტიზანები კოდორის დაბომბვაში რუსეთს ადანაშაულებენ

პარტიზანული დაჯგუფება ტყის ძმების მეთაური დავით შენგელია კოდორის ხეობის ქართული სოფლების დაბომბვაში რუსეთს ადანაშაულებს. ეს არის იმ პროვოკაციის გაგრძელება, რომელიც რუსეთმა ორშაბათს, გაეროს მისიის ვერტმფრენის ჩამოგდებით დაიწყო, განაცხადა პარტიზანთა მეთაურმა.

აფხაზური მხარე მომხდარში საქართველოს ავიაციას ადანაშაულებს. ოფიციალური თვილისი კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მის მიერვე კონტროლირებად ტერიტორიას არ დაბომბავდა.

ამასთან პარტიზანები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ აფხაზ მეომრებთან ბრძოლები სოხუმიდან 15 კილომეტრის დაშორები მიმდინარეობს.
.

Exit mobile version