გაერო-ს გენერალური მდივანი ვერტმფრენის ჩამოგდებით შეძრწუნებულია – 11:27 09.10.

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი შოკირებულია აფხაზეთში გაეროს მისიის ვერტმფრენის ჩამოგდებით, აცხადებენ გენერალური მდვინის პრეს-სამსახურში. მათი ინფორმაციით ვერტმფრენში გაეროს მისიის ოთხი თანამშრომელი, ეკიპაჟის სამი უკრაინელი წევრი და ორი ადგილობრივი თანამშრომელი იმყოფებოდნენ.

სხვადასხვა წყაროს ცნობით ვერტმფრენში გაეროს მისიის 5 თანამშრომელი იმყოფებოდა, მათ შორის სამხედრო დამკვირვებელთა ხელმძღვანელი, უნგრეთის მოქალაქე ლასლო ტოროკი. დაზუსტებული ინფორმაცია დრეს მოგვიანებით გახდება ხნობილი, როდესაც საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი დიტერ ბოდენი პრესკონფერენცია ჩაატარებს. 

Exit mobile version